სასწავლო პროექტი
1.
პროექტის სახელწოდება: ჩემი რაიონის ფოლკლორი;
2. თემა: ბორჯომის
რაიონში გავრცელებული ხალხური
სიტყვიერების ნიმუშების
შეგროვება- გაცნობა;
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ
და გაეცნობიან საკუთარი რაიონის
ფოლკლორის ნიმუშებს;
გამოცემული ბუკლეტის
საშუალებით სხვასაც ექნება
მისი გაცნობის შესაძლებლობა;
4 . პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გადაანაწილონ ჯგუფებში
სამუშაო;მოიძიონ
ბორჯომის რაიონში გავრცელებული ფოლკლორის ნიმუშები, გადაამუშაონ და
შეაჯერონ ერთმანეთთან მოძიებული ინფორმაცია და ფოლკლორის
ნიმუშები;
მოაწყონ პრეზენტაცია; გამოსცენ ხალხური
სიტყვიერების ბუკლეტი;
5.
მოსწავლეთა ასაკი: 16-17 წელი;
6. ვადები-
ხანგრძლივობა: 10 დღე;
7. მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები
ისწავლიან ,როგორ მოიძიონ მასალა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით; შეძლებენ მოძიებული
მასალის დახარისხებას ; საკუთარი ნააზრევის სხვისთვის გადაცემას ; მოძიებული მასალის
პრეზენტაციას; ჩამოუყალიბებს მოსწავლეს კვლევისა და ანალიტიკური აზროვნების უნარებს;
8. საჭირო რესურსები: წიგნები, ქაღალდები, კალმები; ინტერნეტ-რესურსი,
ადამიანური რესურსი, ტრანსპორტი. საინფორმაციო-
ტექნიკური საშუალებები;
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ
სამუშაო ჯგუფებად, დავუნაწილებ დავალებებს, მოიძიონ ბორჯომის რაიონში შემავალი სოფლების მოსახლეობაში გავრცელებული
ხალხური ლექსები, თქმულებები, ზღაპრები და ა.შ.
I
ჯგუფი: გაეცნობა
და შეაგროვებს ქალაქში გავრცელებულ ხალხურ
სიტყვიერებას;
II ჯგუფი: მოიძიებს
მასალას სოფ_ში: საკირე, ტაძრისსა და
დგვარში;
III
ჯგუფი:
________________სოფ-ში: ჭობისხევი, დვირი, ქვაბისხევი;
IV ჯგუფი: _______________ სოფ_ში: ზანავი, კორტანეთი,
რველი, ახალდაბა;
V ჯგუფი: _______________ დაბა წაღვერი, ბაკურიანი, ციხისჯვარი;
მოსწავლეები მოაწყობენ მოძიებული
მასალის პრეზენტაციას, ერთმანეთს
გაუზიარებენ აზრს და გამოსცემენ ბუკლეტს საკუთარი
რაიონის ფოლკლორული
მასალის
გამოყენებით;
10. საგნებთან,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტი. ქართული.
ქართ. X.4. მოსწავლე მონაწილეობს
სასკოლო და საკლასო დისკუსიებში;
XII.2.მოსწავლე წარმოადგენს
სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
XII.3.მოსწავლე იყენებს
სხვადასხვა სტრატეგიებს სასწავლო პროექტის
პრეზენტაციისათვის.
11. პროექტის
ხელმ-ლი: ქართული ენისა და ლიტ-ის მასწავლებელი: ლ.თედიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: